გამოკითხვა
საიდან გაიგეთ ჩვენს შესახებ?

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და აშშ -ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (US AID) პროგრამა „ზრდა“ – ს პარტნიორობის  საფუძველზე, ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალმა მიმდინარე წლის 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღე – „ღამე მუზეუმში“ მასშტაბური გამოფენებითა და სხვა სანახაობებით აღნიშნა. ღონისძიების ფარგლებში   ახალქალაქის წმ. ზოსიმე კუმურდოელის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის თექის ხელოსნის პროფესიული პროგრამის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა   წარადგინეს თექის პროდუქცია და მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა აქტივობებში.

 
მნახველთა რაოდენობა: 3716