გამოკითხვა
საიდან გაიგეთ ჩვენს შესახებ?


2014 წლის 7 ნოემბერს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში ახალქალაქის წმიდა ზოსიმე კუმურდოელის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის სახელოსნოს ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა .  სასწავლებელის პედაგოგებმა და სტუდენტებმა გამოფენაზე წარმოადგინეს 2009-2014 წლებში შექმნილი ნამუშევრები: თექა, ფარდაგი, მხატვრული ქსოვილი, ფოტოგრაფია და ჯავახეთის 2014 წლის სტუდენტური ექსპედიციის ამსახველი ფოტომასალა. საგამოფენო დარბაზში მობრძანებულ საზოგადოებას ასევე საშუალება ქონდა ენახა სასწავლებელში სტუდენტების მიერ შექმნილი ანიმაციური და დოკუმენტური ფილმები. გამოფენის გახსნას ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი, სასულიერო პირები, ხელოვნებათმცოდნეები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. გამოფენა 2014 წლის 20 ნოემბერს დაიხურება. გთავაზობთ გამოფენის ამსახველ ფოტომასალას

    ფოტომასალა

 

 
მნახველთა რაოდენობა: 5788