გამოკითხვა
საიდან გაიგეთ ჩვენს შესახებ?

გილოცავთ

                          გილოცავთ ავტორიზაციის გავლას

    2014 წლის 17 ოქტომბერს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში შედგა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა. აღნიშნულ სხდომის დღის წესრიგში მესამე საკითხად შეტანილი იყო ა(ა)იპ - ახალქალაქის წმინდა ზოსიმე კუმურდოელის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის ავტორიზაციის საკითხის განხილვა. ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით ა(ა)იპ - ახალქალაქის წმინდა ზოსიმე კუმურდოელის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯს მიენიჭა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების (პროფესიული კოლეჯი) სტატუსი და პრიფესიულ სტუდენტთა ზღვრული რაოდენობა განესზღვრა  100-ით. საბჭოს სხდომის ოქმი გამოქვეყნდება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (http://eqe.ge/geo/authorisation/minutes)  10 დღის ვადაში.

  აღნიშნული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ა(ა)იპ ახალქალაქის წმინდა ზოსიმე კუმურდოელის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯს მიენიჭა უფლებამოსილება განახორციელოს შემდეგი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები:

  1.  დეკორატიულ-გამოყენებითი ქსოვილების სპეციალისტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - III საფეხური

45  რედიტი; პროგრამის ხანგრძლივობა 9 თვე (36 კვირა)

  1.  თექის ხელოსანი - III საფეხური; 30 კრედიტი;  პროგრამის ხანგრძლივობა 22 კვირა
  2. კინოტელეოპერატორი - IV საფეხური;  120 კრედიტი ; სწავლის ხანგრძლივობა 2 წელი

 

მადლობას ვუხდით ყველა იმ ადამიანს ვინც მთელი წლის განმავლობაში დაუღალავი შრომის შედეგად წვლილი შეიტანა ჩვენი კოლეჯის ავტორიზაციისათვის.

 
მნახველთა რაოდენობა: 6116