გამოკითხვა
საიდან გაიგეთ ჩვენს შესახებ?

                 ექსპერტთა სტუმრობა და ავტორიზაციის მოლოდინი

    2014 წლის 10-11 ოქტომბერს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძნების (#26, 06.10.2014) საფუძველზე , ა(ა)იპ ახალქალაქის წმინდა ზოსიმე კუმურდოელის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯში (ქ.ახალქალაქი, მიასნიკიანის ქ.#26) ორ დღიანი ვიზიტით იმყოფებოდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

  1. ეკატერინე გიგაშვილი (თავმჯდომარე)
  2. მაია თოიძე (წევრი)
  3. ირმა მეგრელიძე (წევრი)
  4.  გიორგი მელიქაძე (წევრი)

ექსპერტთა ჯგუფმა  ა(ა)იპ ახალქალაქის წმინდა ზოსიმე კუმურდოელის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის საქმიანობისა და  ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმების შედეგად  შეადგინა ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა, რომელსაც წარუდგენს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.

    განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრსმა  2014 წლის 17 ოქტომბერს,  15:00 საათზე დანიშნა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა. აღნიშნულ სხდომის დღის წესრიგში მესამე საკითხად შეტანილია ა(ა)იპ - ახალქალაქის წმინდა ზოსიმე კუმურდოელის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის ავტორიზაციის საკითხის განხილვა ( http://eqe.ge/geo/news?info=627 ); ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნულ საბჭოს სხდომაზე დადებითად გადაწყდება ჩვენი კოლეჯის ავტორიზაციის საკითხი.

  

  

 

 

 
მნახველთა რაოდენობა: 5945